"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბოტასები მაცვიაო" - გახარია სამხედროების ფეხსაცმელზე

გამოქვეყნდა:

ქართული ჯარისთვის უხარისხო ფეხსაცმელების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პრემიერმინისტრი არ ეთანხმება და ამბობს, რომ ქართველ სამხედროებს დღეს აცვიათ ზუსტად ისე, როგორც გერმანელ და ამერიკელ სამხედროებს. გიორგი გახარიას თქმით, ბოლო შეხვედრაზე ჯარისკაცებმა მას უთხრეს, რომ ახალ ფეხსაცმელში თავს ისე გრძნობდნენ როგორც "ბოტასებში". გახარიამ ღარიბაშვილს მადლობაც გადაუხადა.

ბოლოს რომ ვიყავი ვაზიანში 26 მაისს, ვესაუბრე ჯარისჯაცებს და აღფრთოვანებულები იყვნენ ფეხსაცმელებით. რა მითხრეს იცი? ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბოტასები მაცვიაო. ეს ხალხი იყო კმაყოფილი და ბედნიერი და ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია. რიგითები, რომ ასე გრძნობენ თავს, ამის გამო მინისტრს მადლობას ვეტყვი, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ მთავარი არხის ინფორმაციით, ახალი ფეხსაცმელი, რომელიც ქართველ სამხედროებს სულ ცოტა ხნის წინ დაურიგდათ უკვე დაიხა. ამასთან დაკავშირებით განცხადება ღარიბაშვილის უწყებამ დღეს იქამდე გაავრცელა, ვიდრე "მთვარის" ეთერში რეპორტაჟი გავიდოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი