ბათუმის საკრებულოს ვადაგასულმა შემადგენლობამ, ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

წინააღმდეგობისა და ხმაურის მიუხედავად, ბათუმის საკრებულოს ვადაგასულმა შემადგენლობამ ბიუროს სხდომაზე ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა, რომელშიც ერთ ერთ მთავარ საკითხად 2022 წლის ბიუჯეტი უნდა გავიდეს.

შესაბამისად, ხვალ შეიკრიბება საკრებულოს ძველი შემადგენლობა, დაამტკიცებს ბიუჯეტს, რომლითაც ახალმა შემადგენლობამ უნდა იხელმძღვანელოს.

ქართული ოცნების ხელისუფლებამ ბათუმში საკრებულოს ახალ შემადგენლობას წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცების საშუალება არ მისცა.

ამის მიზეზს კი ოპოზიციაში ასე განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბიუჯეტს ახალი შემადგენლობის, ოპოზიციური უმრავლესობის საკრებულო განიხილავდა, დიდი ალბათობით ის ჩავარდებოდა, შესაბამისად დაინიშნებოდა მერის ახალი არჩევნები და არჩილ ჩიქოვანს მოუწევდა გადადგომა.

ბათუმის საკრებულოს სხდომა ხვალ, 12 საათზეა ჩანიშნული.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი