მარეგულირებელი კომისია უთანაბრდება სუს-ს, ეს არის რუსული ჯარი ქართული მედიის წინააღმდეგ - თამთა მურადაშვილი

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" იურისტის, თამთა მურადაშვილის თქმით, კომუნიკაციების კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება არის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

განცხადება მან საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, სადაც გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ "მთავარი არხისთვის" დაკისრებულ უპრეცედენტოდ მაღალი ჯარიმის შესახებ ისაუბრა.

მურადაშვილის შეფასებით, ბექაურის უწყება სუს-თან გათანაბრებული ორგანოა, რომელიც ცენზურის დაკანონებას ცდილობს:

"მარეგულირებელი კომისია თავის მთლიანი აპარატით, ვთვლით, რომ ეს ორგანიზაცია პრაქტიკულად სუს-ს უთანაბრდება, ვფიქრობ, რომ კომისიაში სხედან ყველა, უკლებლივ, მუშაობს ჩვენს წინააღმდეგ. ეს არის რუსული ჯარი, რუსული სპეცრაზმი, ქართული მედიის და დემოკრატიის წინააღმდეგ, რუსული სტანდარტით მომუშავე, ისინი ამ რუსულ გადაწყვეტილებას სახელს არქმევენ და უწოდებენ ევროპულ სტანდარტს" ამბობს დემურიშვილი

"მთავარი არხი" კოლოსალური რაოდენობის ჯარიმის გადახდას არ აპირებს და გასაჩივრებას გეგმავს.

ამავე თემაზე:


 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი