ხმაურისა და მწვავე დაპირისპირების მიუხედავად, ბათუმის ძველი მოწვევის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. აღსანიშნავია, რომ სხდომაზე ახალი მოწვევის დეპუტატებს პოლიციამ შესვლის საშულებას არ მისცა.
ამ წუთებში სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა გრძელდება.
"ძალის გამოყენებით გამომიყვანეს საკრებულოს სხდომიდან, ზუსტად ერთ წუთში დაუმტკიცებიათ როგორც მითხრეს უკვე ბიუჯეტი. ეს საბჭოთა კავშირიც აღარ არის, არ ვიცი სად ვცხოვრობთ საერთოდ", - თქვა ენმ-ს წევრმა, მირდატ ქამადაძემ.
საკრებულოს შენობის გარეთ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ადგილზე ოპოზიციის წევრები და აქტივისტები არიან შეკრებილები. ისმის შეძახილები "მონებო". ცოტა ხნის წინ პოლიციამ საპროტესტო აქციის 2 მონაწილე დააკავა.