"იმედი გვაქვს, უსამართლო სასამართლოს უფლებით მაინც გვასარგებლებენ" | დიტო საძაგლიშვილი

გამოქვეყნდა:

"იმედი გვაქვს, უსამართლო სასამართლოს უფლებით მაინც გვასარგებლებენ თუნდაც ივანიშვილის მართულ სასამართლოში",  - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი, დიტო საძაგლიშვილი საუბრობს, რომელმაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

მისი თქმით, მიხელ სააკაშვილი გამოიყურება სუსტად, თუმცა არის მხნედ და მზადაა დაესწროს 29 ნოემბერს ჩანიშნულ სასამართლოს პროცესს.

აქვს სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღოს სასამართლოს სხდომაზე. უსამართლო სასამართლოს უფლებით მაინც გვასარგებლებენ, ამის იმედი გვაქვს, თუნდაც ივანიშვილის მართულ სასამართლოში მაინც მისცემენ შესაძლებლობას საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომ მიმართოს საზოგადოებას, მიმართოს ყველა ქართველს, ვისაც ამდენი ხნის განმავლობაში არ მოუსმენია მისგან გზავნილები.

ვინაიდან დაპატიმრების მომენტიდან მიხელ სააკაშვილი არის სრულ იზოლაციაში, მას შეუზღუდეს სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა, არანაირი საფუძველი არ იარსებებს, ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში არ გადაყვანის თვალსაზრისით, მაგრამ ცხადია, გამორიცხული არ არის, ხელისუფლებამ საკუთარი შიშიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია სააკაშვილის საზოგადოებასთან ურთიერთობის შესაძლებლობის მიცემის კუთხით, მიიღოს ეს გადაწყვეტილება.

არ ვიცით რა ხელოვნურ მიზეზს მოიგონებენ, იმიტომ რომ აქამდეც ვნახეთ არაერთხელ პენიტენციური სამსახურის უარი სასამართლოში მიყვანაზე და ისინი იშველიებდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ვითომდა გამოძიებას, ვითომდა სახელმწიფო გადატრიალების ფაქტზე. ხო, სინამდვილეში აბსურდული მიზეზებით გვეუბნებოდნენ, თუ ახლაც ეს მიზეზი იქნება მოყვანილი, ბუნებრივია, ეს იქნება მორიგი აბსურდული მიზეზი და ხელისუფლების შიშის გამოხატულება და მეტი არაფერი, - ამბობს დიტო საძაგლიშვილი.

შეგახსნებთ, რომ მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერსაა ჩანიშნული, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, მისცემენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სამსართლო სხდომაზე დასწრების უფლებას.

ასევე იხილეთ:

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი