კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" დაფიქსირების გამო, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აფრიკის კონტინენტის 8 ქვეყნიდან ფრენები აკრძალა - ამის შესახებ ინფორმაცის CNN ავრცელებს.
თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხვალიდან სამხრეთ აფრიკიდან, ბოტსვანა, ზიმბაბვე, ნამიბია, ლესოტო, ესვატინი, მოზამბიკი და მალავი მგზავრობა დროებით შეჩერდება.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის გარდა Covid-19-ის ახალი ვარიანტის აღმოჩენის გამო, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა, შეზღუდვები ფრენებზე აფრიკის სახელმწიფოებისთვის ევროპის და აზიის ქვეყნებმაც დააწესეს. მათ შორისაა: ავსტრია, დუბაი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გვატემალა, იტალია, იაპონია, იორდანია, მალტა, მალაიზია, მაროკო, ნიდერლანდები, ფილიპინები, სინგაპური, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო.
ამავე თემაზე: