სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტი იმაზე მეტად საყურადღებოა, ვიდრე ის მუტაციები, რაც აქამდე მეცნიერებმა იცოდნენ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მაღალჩინოსანმა განაცხდა.
მეცნიერები შიშობენ, რომ ვარიანტი - ცნობილი როგორც B.1.1.529, შეიძლება, უფრო მეტად გადამდები იყოს.
"მიმდინარეობს გადაუდებელი კვლევა, რათა გაიგოთ მეტი მისი გადაცემის, სიმძიმისა და ვაქცინისადმი მგრძნობელობის შესახებ", - თქვა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს (UKHSA) აღმასრულებელი დირექტორმა.
ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ახალი ვარიანტი შესაძლოა, "დელტა შტამზე" მეტად გადამდები აღმოჩნდეს და მასზე ვაქცინები, რომლებიც ამჟამად გვაქვს, ნაკლებად ეფექტური იყოს.
ბრიტანეთი სამხრეთ აფრიკისა და 5 მეზობელი ქვეყნისთვის დროებით მკაცრ სამოგზაურო შეზღუდვებს აწესებს, რათა ახალი შტამის გავრცელება შეაჩეროს.