მიხეილ სააკაშვილის ექიმის, ნინო გოგორიშვილის თქმით, მესამე პრეზიდენტი მზად იქნება, რომ 29 ნოემბერს სასამართლო პროცესს დაესწროს.
ნინო გოგორიშვილმა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჟურნალისტებთან ცოტა ხნის წინ გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და მისი ანალიზები ნორმის ფარგლებშია.
"დღეისთვის პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მცირე სისუსტე, ანალიზები ნორმის ფარგლებშია, კვების რაციონი გაფართოებულია და იკვებება თითქმის სრული მენიუთი. მენიუ შედგენილია ენდოკრინოლოგთან შეთანხმებით და ძალის აღდგენა მიდის, დაიწყო ფიზიკური გააქტიურება და ბატონი მიხეილი ემზადება სასამართლოსთვის.
დღეისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სასამართლო დღეს არ არის, ვფიქრობ, მზად იქნება მის პროცესს დაესწროს",- თქვა ნინო გოგორიშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა 29 ნოემბერს არის ჩანიშნული. ადვოკატების ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტს, სასამართლო სხდომაზე დასწრება სურს, თუმცა უცნობია მისცემს თუ არა პენიტენციური დაწესებულება მას ამის შესაძლებლობას.
წინა ორ სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლოებს არ დაასწრეს.
ამავე თემაზე: