
"ლელოს" წევრმა ირაკლი კუპრაძემ აჭარის რეგიონში ხელისუფლების მიტაცებაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ არადემოკრატიული პროცესები საერთაშორისო პარტნიორებს, საელჩოებს განსაკუთრებით ადარდებთ.
ენმ-სა და ლელოს აჭარის ორგანიზაციის ლიდერებმა დიპლომატებს მიმართეს და მათთან შეხვედრა მოითხოვეს:
"ყველას უნახავს ჩემი და სხვა თანამებრძოლების უკომპრომისო ბრძოლა, არც ახლა ვაპირებთ დანებებას, რკინის ქალამნებს ჩავიცვამთ და ბოლომდე ვივლით, სანამ არ მივიტანთ ყველა პრობლემას ჩვენს მეგობრებამდე, იმ ადამიანებამდე, რომლებსაც შეუძლიათ ამ პრობლემის აღმოფხვრა, შეცვლა, იმ ზეწოლის განხორციელება, რომელიც დაასრულებს ქართული ოცნების იმ ძალადობრივ პოლიციურ რეჟიმს, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ",- თქვა ირაკლი კუპრაძემ.
ოპოზიციის წევრები პასუხს შეხვედრაზე მიმდინარე კვირაში ელოდებიან.
ამავე თემაზე: