ვითხოვთ შეხვედრას მეგობარი ქვეყნების ელჩებთან - "ენმ"-სა და "ლელოს" ერთობლივი განცხადება

გამოქვეყნდა:

ჯგუფი მომავალი კვირიდან ჩავა თბილისში და ვითხოვთ შეხვედრას ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და სახალხო დამცველთან -  ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობისა და "ლელოსა" ერთობლივ ბრიფინგზე ბათუმის ოპოზიციონერმა ლიდერებმა ისაუბრეს. 

გიორგი კირთაძის თმით, ისინი შეხვდებიან დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებსა და მესამე სექტორს, რათა დოკუმენტალურად აუხსნან რა დარღვევები ხდება ბათუმში და ზოგადად აჭარაში.

გიორგი კირთაძე ამბობს, რომ იმ ფონზე, როცა ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამოძიებას საქმის მთავარი ბრალდებული თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე ხელმძღვანელობს, იმ ფონზე, რომ ბათუმის ბიუჯეტი ძალადობრივად დაამტკიცა ვადაგასულმა საკრებულომ, სხვა გზა აღარ რჩება და იძულებული არიან ქვეყნის მთავარ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია პირადად მიაწოდონ. 

"ჩვენი ჯგუფი მომავალი კვირიდან ჩავა თბილისში და ვითხოვთ შეხვედრას ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და სახალხო დამცველთან, რათა პირადად ავუხსნათ რა წარმოუდგენელი ამბები ხდება ჩვენს ქალაქში",- თქვა გიორგი კირთაძემ ენმ-ის წევრმა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" 24 ნოემბერს აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რომლითაც დასტურდება, რომ დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძეს ენმ-დან წასვლისა და საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად მუშაობის სანაცვლოდ, 100 000 დოლარს სთავაზობდნენ. ფუტკარაძესთან მოსალაპარაკებლად ასლან აბაშიძის დროინდელი პოლიციის მაღალჩინოსნები მიაგზავნეს. ოპოზიცია საქმეში თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის მონაწილეობაზეც საუბრობს.

ფუტკარაძის წასვლით, ოპოზიციას საკრებულოში უმრავლესობა დაეშლებოდა. ჩანაწერები თავად ფუტკარაძემ გააკეთა და გიორგი კირთაძეს გარდაცვალებამდე რამდენმე დღით ადრე გადასცა.

​ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. ენმ-ში ამბობენ, რომ მან სწორედ ზეწოლასა და შანტაჟს ვერ გაუძლო და ნერვიულობის ნიადაგზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

ამავე თემაზე:

ნუგზარ ფუტკარაძის ბოლო მიმოწერა მეგობრებთან - ახალი ჩანაწერები და მტკიცებულებები
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი