ვინაიდან იგი წამებას დაექვემდებარა, შიმშილობის ხანგრძლივი პერიოდი იყო, საჭიროებს ხანგრძლივ რეაბილიტაციას - ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე 

გამოქვეყნდა:

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელის, მარია ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ხანგრძლივი მკურნალობა და რეაბილიტაციის კურსი დასჭირდება. რაც შეეხება ხვალინდელ სასამართლო პროცესს, ექიმები თანხმდებიან, რომ საერთო სისუსტის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ შეუშლის დაესწროს მისივე პროცესს, თუმცა მათივე თქმით, ეს თავად მიხეილ სააკაშვილის გადასაწყვეტია: 

"ვინაიდან იგი წამებას დაექვემდებარა, შიმშილობის ხანგრძლივი პერიოდი იყო, საჭიროებს ხანგრძლივ რეაბილიტაციას და მკურნალობას, მდგომარეობა ჯერჯერობით იმდენად სტაბილური არ არის რომ ზუსტად განვსაზღვროთ გამოცხადდება თუ არა, ეს არის მისი გადასაწყვეტი, ვინაიდან ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესში" ამბობს ჯიშკარიანი.

ემპათიას ექსპერტებმა მესამე პრეზიდენტი გუშინ მოინახულეს. ისინი დღესაც გეგმავენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლას და ამის შემდეგ გახდება ცნობილი დასკვნა, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი