ზუგდიდში, დევნილები მეათე დღეა შიმშილობენ | ანი წითლიძის მიმართვა მამუკა წოწერიას

გამოქვეყნდა:

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ანი წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდში, უკვე მეათე დღეა დევნილები შიმშილობენ, 63 წლის ქალს კი პირი აქვს ამოკერილი.

წითლიძე ზუგდიდის ახალ მერს, მამუკა წოწერიას მიმართავს და მის ქალაქში მოშიმშილე ადამიანების მიმართ ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს.

მეათე დღეა ზუგდიდში დევნილები შიმშილობენ. 63 წლის ქალს პირი აქვს ამოკერილი. მართლა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არიან. უბედურება ვნახე. დევნილთა ბინების უსამართლო განაწილებას აპროტესტებენ. ნგრევად შენობაში ცხოვრობენ და ყველა ლოგიკით უნდა მიეცათ ბინები მაგრამ არ მისცეს. არადა ბინების გადანაწილების პროცესი რომ კორუფციის წყაროდ აქცია ამ ხელისუფლებამ ყველა იცის. მამუკა წოწერია, მოჩვენებითად მაინც ხომ უკვე ზუგდიდის მერი გქვია? მეათე დღეა შენს ქალაქში შიმშილობენ, ერთხელ მაინც რომ მოსულიყავი და მოგესმინა,- წერს ანი წითლიძე. 

შეგახსენებთ, რომ დევნილები ბინების უსამართლო განაწილებას პროტესტის უკიდურესი ფორმით აპროტესტებენ. ამბობენ, რომ კომისია საცხოვრებლებით აკმაყოფილებენ იმათ, ვისთანაც "ქართული ოცნება" არჩევნებში დახმარების სანაცვლოდ ვალშია. კერძოდ, საუბარია პარტაქტივსა და ადამიანებზე, რომლებიც მმართველ გუნდს რეგიონში ხმების მოპოვებასა და ოპოზიციონერი ამომრჩევლებისთვის პირადობების 
ჩამორთმევაში დაეხმარა. ხოლო კომისია, რომელმაც საცხოვრებელი ბინები გაანაწილა, მოთხოვნებზე არ რეაგირებს.

ამავე თემაზე:

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი