ნუგზარ ფუტკარაძე, ია კერზაია... | დანაშაულებრივი პარალელები და "ოცნების" ძალაუფლებისთვის ბრძოლას შეწირული ადამიანები

გამოქვეყნდა:

რად უღირს ძალაუფლების შენარჩუნება ხელისუფლებას, რომელიც მუდმივად ხაზს უსვამს, რომ 
წინამორბედისგან განსხვავებით, მისი მთავარი საზომი ადამიანია? უღირს თუ არა ძალაუფლების შენარჩუნება ადამიანების ჯანმრთელობად და სიცოცხლედ? 

სამწუხაროდ, უღირს - და ბათუმის საკრებულოს დაღუპული წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე ამის მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია. არა ერთადერთი. გაიხსენეთ ია კერზაია, რომელზეც წინასაარჩევნოდ ისეთი მასშტაბის ზეწოლა განხორციელდა, რომ სკოლის დირექტორი ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. 

ეს ერთი პარალელი... არსებობს სხვა ტიპის პარალელებიც. გაიხსენეთ ორი აკაკი - ხუსკივაძე და კობალაძე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი წევრები, რომლებიც იმის გამო დააკავეს, რომ, თითქოს, თავიანთი მესიჯებით მეგობარი სიკვდილამდე მიიყვანეს. 

ამ დროს მათი მესიჯების შედარებაც კი არ შეიძლება იმ დაუფარავ მოსყიდვის მცდელობასთან და მუქარასთან, რომელიც ნუგზარ ფუტკარაძეზე ხორციელდებოდა. 

მაგრამ ფუტკარაძე ვერ იყიდეს, განსხვავებით გახარიას პარტიის ერთ-ერთი წევრისგან, რომელმაც ფულის სანაცვლოდ ოპოზიცია დატოვა და ამით ხელი შეუწყო ოპოზიციური უმრავლესობის შესუსტებას საკრებულოში. 

კიდევ ერთი პარალელის გავლება ძმებ წულუკიძეების საქმესთან შეიძლება, რომლებიც ჯერ გადაიბირეს, შემდეგ კი თვითონვე ჩასვეს ციხეში - ხელისუფლებამ კრიმინალების მხარე დაიჭირა და წულუკიძეების გაწირა. ამ საქმეშიც ფიგურირებს დავით რიჟვაძე, თორნიკა რიჟვაძის მამა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირია ნუგზარ ფუტკარაძის დაღუპვის საქმეში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი