
"მინდა ვთხოვო ყველა ადამიანს, თავის ეზოში, თავის საკარმიდამოში, თავის სოფელში, შეკრას თავისი საკუთარი მიხეილ სააკაშვილის გამოხსნის კომიტეტი პუტინის ტყვეობიდან" - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე მოქალაქეებს მიმართა და მხარდამჭერებს ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა.
"რა თქმა უნდა, მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი და მე მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს, არავითარი ხელჩამოშვება, არავითარი პაუზები და გაჩერება, ჩვენ სამშობლო გვაქვს გადასარჩენი, ყველანი მობილიზებულად, ყველანი მშვიდობიანი, ორგანიზებული, მაგრამ თავგადაკლული და თავგადადებული, აჰა ხომ გადავდე თავი, ხომ გადადო ელენე ხოშტარიამ თავი, ხომ გადადო ნიკა მელიამ თავი, როცა თავისი ფეხით შევიდა ციხეში, ხომ გადადო ლექსო რაფავამ თავი. არანაირი უკან დახევა, ეს რეჟიმი უნდა აუცილებლად მოშორდეს და საქართველო აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს.
დიდი მადლობა ჩემო ქართველო ხალხო, იმისათვის რომ მიმიღეთ, იმისათვის რომ მხარს მიჭერთ, იმისათვის რომ იბრძვით. ჩვენ აუცილებლად, აუცილებლად, აუცილებლად, ამ საშინელებას დავამარცხებთ და ჩვენ აუცილებლად ვიქნებით თავისუფალი, ამაყი და ძალიან დარწმუნებული, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ღმერთი იყოს ჩვენი შემწე და წმინდა გიორგი! გაუმარჯოს საქართველოს!", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა მიმართვის ბოლოს.
ამავე თემაზე: