....ბოლოს ჩემმა 15 წლის შვილმა, ნიკუშამ მითხრა, რომ უნდა დავბრუნებულიყავი საქართველოში - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, იმ ადამიანებს შორის, ვინ ეუბნებოდა, რომ საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო და რომ აქ იყო საჭირო, მისი 15 წლის შვილიც იყო. განცხადება მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა.

"მე ჩამოვედი იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ქართველისგან გამიგია, რომ უნდა დავბრუნებულიყავი, გამიგია ათასობით ჩემი თანამემამულისგან, რომლებიც მხვდებოდნენ სხვადასხვა აეროპორტებში, იმ ჩვენი თანამემამულეებისგან, რომლებსაც ვხვდებოდი დიდ შეკრებებზე ემიგრანტების, ევროპაში და ამერიკაში. რომ უნდა დავბრუნდე საქართველოში, ბოლოს მითხრა ჩემმა 15 წლის შვილმა, რომელმაც თქვა, რომ ან ახლა, ან არასდროს და ჩვენ დავკარგავთ ჩვენ ქვეყანას, ნიკუშამ, ამის შესახებ მითხრა სანდრამ, რომელსაც ძალიან ვენდობი და რომელთან ერთადაც გავზარდეთ ორი ძალიან მაგარი შვილი და სანდრას ნამუშევარი, კვალი მხვდება ყველგან, მათ შორის ციხის სისტემაში, სადაც უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული, პატიმრების ჯანდაცვის კუთხით, ისევე როგორც სკრინინგი და უამრავი სხვა რაღაც და ეს მილიარდერები კი არ ვიყავით, 800 დოლარი რომ გვქონდა ხელფასი 90-იან წლებში, აი გია ბარამიძეს კარგად ახსოვს, 400 იხარჯებოდა ქველმოქმედებაზე", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ჩამოსვლაზე ესაუბრა დედას, გიული ალასანიასაც, რომელმაც უთხრა, რომ როგორც დედას, არ უნდოდა თავი საფრთხეში ჩაეგდო, მაგრამ როგორც საქართველოს პატრიოტი ფიქრობდა, რომ ქვეყანა ისეთ ცუდ სიტუაციაში იყო, რამე უნდა გაეკეთებინათ.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი