თბილისი საქალაქო სასამართლოსთან კიდევ ერთი აქტივისტი, ბესიკ თამლიანი დააკავეს. ის მანქანაში ძალის გამოყენებით რამდენიმე პოლიციელმა ჩასვა. 

უცნობია ზუსტად რა ბრალდებით დააკავეს თამლიანი, თუმცა სავარაუდოდ, მასაც როგორც სხვა დაკავებულებს პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან. 

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოსთან პოლიტიკოსები და აქტივისტები მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად, 11:00 საათიდან შეიკრიბნენ. ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ წიწაკის სპერი გამოიყენა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაც.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი