ორთვიანი ტყვეობისა და 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა მოიპოვა საჯაროდ გამოჩენის უფლება და სასამართლოს დარბაზიდან თანამოქალაქეებს მიმართა.
ერთად დავასრულოთ ყველაფერი რაც აფერხებს ქვეყნის განვითარებას, დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლოთი სიამაყის განცდა, დავუბრუნდეთ აღმშენებლობას და მოვიპოვოთ გამარჯვება - ამ მიზნებისთვის ბრძოლაზე მიხეილ სააკაშვილი კვლავ მზადყოფნას აცხადებს და ყველა მოქალაქეს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
დღეს იყო შეცდომებზე საუბარიც და ბოდიშიც. ბოდიში ყველას, ვინც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მთავარი შეცდომის მსხვერპლი გახდა .
მესამე პრეზიდენტმა განსაკუთრებული სინანულით სასამართლო სისტემის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა და აღიარა საკუთარი ხელისუფლების ეს წარუმატებლობა, როგორც თავად ამბობს, საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს პირველად წარსდგა სასამართლო პროცესზე, სადაც 7 ნოემბრის საქმის განხილვა მიმდინარეობდა.
ასევე იხილეთ: