შვედეთის პირველი ქალი პრემიერი გადადგომდან 5 დღეში თანამდებობაზე დაბრუნდა

გამოქვეყნდა:

შვედეთის პირველი ქალი პრემიერი, მაგდანელა ანდერსონი გადადგომის შემდეგ თანამდებობაზე დაბრუნდა. ანდერსონი ხელახლა დღეს, 29 ნოემბერს აირჩიეს, ის მთავრობას 2022 წლის სექტემბრამდე უხელმძღვანელებს.

მაგდალენა ანდერსონი პრემიერად ოთხშაბათს აირჩიეს, თუმცა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც მწვანეთა პარტიამ გადაწყვიტა, სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან კოალიცია დატოვოს. ამასთან, პარლამენტმა ქვეყნის წარმოდგენილი ბიუჯეტის დამტკიცებაზე უარი თქვა.

როცა პარტია კოალიციას ტოვებს, პრემიერმინისტრს გადადგომა უწევს, შემდეგ კი გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს. 

დღეს, 29 ნოემბერს შვედეთის პარლამენტში კენჭისყრა გაიმართა, რომელზეც მაგდალენა ანდერსონის პრემიერმინისტრად დანიშვნა გადაწყდა. შვედეთის კანონების თანახად, ქვეყანაში პრემიერად არჩევისთვის საჭიროა, რომ უმრავლესობამ წინააღმდეგ არ მისცეს ხმა.

349 დეპუტატიდან, ანდერსონს მხარი 101-მა მათგანმა დაუჭირა, 75-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, 173-მა კი ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი