მწვდა მაისურზე...მერს ჰყავს თავისი ბანდა - აქტივისტი კალაძესთან დაპირისპირებას იხსენებს

გამოქვეყნდა:

ამ დრომდე უცნობია რა რეაგირება მოჰყვა პოლიციის მხრიდან "შეცვალეს" სარჩელს. მოძრაობის წევრები დედაქალაქის მერს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვენ.

საქმე ეხება ვარკეთილში გუშინ მომხდარ ჩხუბს, რა დროსაც, საქმოქალაქო აქტივისტები და თბილისის მერიის მაღალჩინოსნები, მათ შორის თბილისის მერი, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ერთ ერთი დაზარალებული, რომელსაც მისი თქმით, კალაძემ მაისური შემოახია, მომხდარის დეტალებს იხსენებს.

არ მომისმინა, არ ვიცი რაზეა გაღიზიანებული, აგონიაში არიან ალბათ... მწვდა მაისურზე, მომქაჩა და არ გავიმეორებ იმ სიტყვებს რაც მაკადრა. კალაძის "ცუციკები" არ მაინტერესებს, მერია და მერს ჰყავს თავისი ბანდა, დაჯგუფება, - ამბობს კახა კვეკვესკირი.

"შეცვალეს" წევრებს იმედი არ აქვთ, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყება, თუმცა ამბობენ, რომ მხელისუფლების ცვლილების შემდგ "საქმეს თაროდან გადმოიღებენ" და დედაქალაქის მერი პასუხისგებაში მიეცემა.

დედაქალაქის მერი უპრეცედენტო სკანდალში გუშინ გაეხვა. ვარკეთილში, ერთ-ერთი სკვერის გახსნის დროს კალაძესთან ანას ბაღის დამცველები მივიდნენ და მისგან უკანონო მშენებლობაზე განმარტებები მოითხოვეს. კონფლიქტიც ამის შემდეგ დაიწყო. თავდაპირველად აქტივისტებს მერის დაცვა დაუპირისპირდა, მოგვიანებით კი ნერვებმა უკვე კალაძესაც უმტყუნა. ერთ-ერთი დაზარალებულის თქმით, კალაძემ მას მაისური შემოახია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი