
"მთავარი არხისთვის" კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაკისრებულ კოლოსალურ ჯარიმას, პარლამენტში "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა.
მმართველი გუნდის წევრმა "მთავარი არხი" "ბინძური პიარული პოლიტიკის" გატარებაში დაადანაშაულა.
"რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, რაც ჩემი საპასუხოა, ძალიან ცუდია, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, რომ ნაცმოძრაობის ტელევიზია, იმ პარტიის ტელევიზია, რომელსაც ყველაზე ბევრი საქმე აქვს გაკეთებული ოკუპანტი რუსეთისა და პუტინისათვის, აქეთ ატრიალებს ამ თემას და წლების განმავლობაში გაღმა შედავების ძალიან ბინძურ პიარულ პოლიტიკას ალაგებს", - ამბობს მამუკა მდინარაძე.
ცნობისთვის, კომუნიკაციების კომისიამ 25 ნოემბერს "მთავარი არხი" 111 903 ლარით დააჯარიმა. სანქცირება კომისიამ "სირცხვილიას" მიერ მომზადებული ვიდეორგოლის ეთერში გაშვების გამო გადაწყვიტა. აღნიშნულ რგოლში, "ქართული ოცნების" წევრების ფოტოებით პუტინის გამოსახულება იქმნება.
იხილეთ ასევე: