მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს მხარდამჭერებს, მივიდნენ სასამართლო პროცესზე, გამართონ აქცია - კობა ნაყოფია 

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანმა, კობა ნაყოფიამ მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მხნედ და დარწმუნებულია მისი და ქართველი ხალხის გამარჯვებაში. 

კობა ნაყოფიამ მიხელ სააკაშვილი გზავნილზეც ისაუბრა, რომელიც მესამე პრეზიდენტმა იუსტიციის სამინისტროს განცხადების საპასუხოდ გააჟღერა:

"მიხეილ სააკაშვილი თავის მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ მოვიდნენ, გამართონ აქცია. გუშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილს ასამართლებდნენ დარბევაზე, თქვენ დაინახეთ, როგორ არბევდნენ სამართალდამცველები მშვიდობიანად მოსულ ადამიანებს, როგორ ასხამდნენ მათ წიწაკის სითხეებს და ა.შ. ეს ყველაფერი გუშინ ჩვენ ვიხილეთ ლაივში, ამიტომ, რაც უფრო მეტი ხალხი მივა, მით ნაკლები იქნება მათი მხრიდან აგრესია. ამიტომ, მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს მათ, რომ ისინი მოვიდნენ აუცილებლად. შემდეგ სასამართლოზე",- თქვა კობა ნაყოფიამ.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ  გზის გადაკეტვის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანენ.  ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი