"არ მახსენდება, დასავლეთთან დადებული პირობა შეესრულებინოთ" | ეკა ხერხეულიძე "ოცნებაზე"

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ეკა ხერხეულიძის თქმით, "ქართული ოცნება" ყოველდღიურად ცდილობს, რომ საქართველო დასავლეთს დააშოროსეკა ხერხეულიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის განცხადებაზე "მთავარი არხის" გადაცემაში, "დღის სტუმარი" ისაუბრა. 

ხერხეულიძემ თქვა, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებები ახალი არ არის და არ ყოფილა შემთხვევა, როცა მმართველ გუნდს დასავლეთთან დადებული პირობა შეესრულებინოს.

ამასთან, ეკა ხერხეულიძემ გადაცემაში აღნიშნა, რომ კოალიციური მმართველობა ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია და საკონსტიტუციო ცვლილება ის საკითხია, რომლის ირგვლივაც ოპოზიცია ერთიანია.

ნაციონალური მოძრაობა ფიქრობს სწორედ კოალიციური ხელისუფლების გამარჯვებაზე და ასეთად წარმოგიდგენია ჩვენ სამომავლოდ საქართველოს განვითარების პრესპექტივა. აქედან გამომდინარე, ის პატარა პარტიები, რომლებიც დიდი დარტყმის ქვეშ დგანან, რა თქმა უნდა, ჩვენი საზრუნავიცაა.

ჩვენ დღეს სწორედ ამ საკითხის ირგვლივ ვართ გაერთიანებული და რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგარმ ის, რაც დღეს კობახიძემ განაცხადა, არახალია თავისთავად და აჩვენებს ქართული ოცნების ბუნებას. არ მახსენდება, მათ დასავლეთთან დადებული პირობა 
შეესრულებინოთ.

არ მგონია, ვინმე მიამიტია დარჩენილი, ვისაც სჯერა, რომ ეს შემთხვევიდ ხდება - არა ნამდვილად, ჩვენი ქვეყნის მომავალს ყოველდღიურად აშორებენ დასავლეთს და რჩებიან დისტანციაზე ევროპულ ღირებულებებთან. ეს ძალიან საგანგაშო ამბავია, - თქვა ეკა ხერხეულიძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ დღეს, 30 ნოემბერს თქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მმართველი გუნდის "კეთინ ნებაზე იქნება დამოკიდებული".

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საუბარი შარლ მიშელის დოკუმენტში იყო, რომელსაც მმართველმა გუნდმა და ოპოზიციის ნაწილმა ხელი 2021 წლის 19 აპრილს მოაწერა. "ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი აღარ არსებობს და მათ საკონსტიტუციო ცვლილებების ვალდებულება არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს "ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი