ხელისუფლება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ | ძალადობა სპეცრაზმის დახმარებით

გამოქვეყნდა:

საგანგებოდ მობილიზებული ძალოვანები საქალაქო სასამართლოსთან. ხელისუფლებამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ისევ სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყვანა.

განსკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის გარდა, სასამართლოსთან ვითარების კონტროლი, დაცვის კერძო სამსახურის თანამშრომლებს დაევალათ, რომლებიც განსაკუთრებით აგრესიულები იყვნენ პროტესტის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ.

29 ნოემბრის აქციაზე სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო გადაცდომებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწავლობს, თუმცა უკვე შიძლება იმის თქმა, რომ ქართლმა ოცნებამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ისევ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და მოქალაქეებს პოლიციის ფორმაში გადაცმული სპეცრაზმი დაუპირისპირა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქალაქო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე პოლიციამ 15 პირი დააკავა, მათ შორის არიან გიგი უგულავა და ბესიკ თამლიანითამლიანს გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას ედავება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი