"კულტურა მკითხეთ ძალიან გთხოვთ..." - ელისო ბოლქვაძე და "ოცნების" დეპუტატები პროკურატურის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

ტყუილების ლაპარაკს მოეშვით და მერე ჩაგეწერებით - ასეთია "ოცნების" დეპუტატ მათიკაშვილის კომენტარი "მთავარი არხის" კითხვაზე, რომელიც ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებულ მორიგ აბსურდულ "გამოძიებას" ეხება.

საუბარია პროკურატურის განცხადებაზე, სადაც შოთაძის უწყებას ტერმინი "გამოკვლევებული" უცენზური სიტყვა ჰგონია.

"კულტურა მკითხეთ ძალიან გთხოვთ..." - ამბობს ელისო ბოლქვაძე და შეკითხვას გაურბის. ლადო კახაძის თქმით, კი ამ ყველაფერს "სამართალი არეგულირებს".

"ოცნების" კიდევ ერთ დეპუტატს, გივი მიქანაძეს მიაჩნია, რომ "რადგანაც ეს საკითხი დაიძრა", გამოძიებას შესაბამისი მტკიცებულებებიც ექნება.

ამავე თემაზე:



 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი