მოკვლევის დროით ლიცენზიის შეჩერებას წესები არ ითვალისწინებს - ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა გვარამიაზე

გამოქვეყნდა:

პროკურატურას მესამე პრეზიდენტის საქმიდან ნიკა გვარამიას ჩამოცილების გარდა, მისი როგორც ადვოკატის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებასაც სურს. შესაბამისი მოთხოვნით უწყებამ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას უკვე მიმართა. 

ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი განმარტავს, რომ კომისიაზე მსგავსი საქმის განხილვები დიდხანს გრძელდება და სანამ მოკვლევა არ დასრულდება ადვოკატს ლიცენზია არ შეუჩერდება.

"მოკვლევის დროით რაიმე სახის ლიცენზიის შეჩერებას, ან წევრობის შეჩერებას ჩვენი წესები არ ითვალისწინებს. ადვოკატთა ასიოციაციის წევრობის, ანუ ლიცენზიის შეჩერება ან შეწყვეტა შესაძლოა გამოყენებულ იქნას მხოლოდ და მხოლოდ როგორც დისციპლიუნრი სახდელი და ეს მაშინ ხდება, როცა ეთიკის კომისია დაასრულებს დეტალურად საქმის წარმოებას და შემდეგ მიიღებს ამის თაობაზე გადაწყვეტილებას, რომელიც არ არის მინდა გითხრათ მოკლე, მცირე პროცედურა, ეს რამდენიმე თვე შეიძლება გაგრძელდეს, უფრო მეტიც", - თქვა დვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა. 

მისივე განმარტებით, ეთიკის კომისიის საპროცესო კოლეგიამ უნდა განიხილოს აღიძრას თუ არა ადვოკატის მიმართ დისციპლინური წარმოება საერთოდ. ამავე თემაზე: 

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი