ბუნტი ცხინვალის ციხეში და ე.წ. იუსტიციის მინისტრის სახლის ჩამსხვრეული მინები - ოკუპირებული ქალაქის მარიონეტული რეჟიმი დე-ფაქტო სახელმწიფოს კონტროლს სულ უფრო კარგავს.
ირკვევა, რომ ციხეში ვითარება უკიდურესად გამწვავდა და გაიზარდა იმ პატიმართა რიცხვი, რომლებმაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და სხეულის დაზიანებები მიიყენეს.
დაპირისპირება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთ პატიმარს მობილური ტელეფონი უპოვეს და ომონის თანამშრომლები გამოიძახეს, რომლებმაც პატიმრებს სასტიკად სცემეს.
მწვავე პროცესების ფონზე, ცხინვალის უშიშროების კომიტეტი პროპაგანდისტულ განცხადებას ავრცელებს და მოვლენების გადასაფარად საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის შექმნაში ადანაშაულებს.
განცხადებას დღეს ერგნეთში სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსით უპასუხეს.