"ჩვენთან მუშაობს ბაზარი, კუჭი და მეკუბოვე" - ქუთაისელები პარლამენტის შენობის გაყიდვაზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის განცხადებას პარლამენტის უფუნქციოდ დარჩენილ შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით, ქუთაისში მწვავე შეფასებები მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ პარლამენტის შენობის ბედი გიორგი გახარიას გადასაწყვეტი არ არის და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ქუთაისი საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსს ისევ დაიბრუნებს.

ადგილობრივი ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქუთაისის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას ეწევა.

ჩამოვიდა ამ მავნებლური განცხდების გასაკეთებლად, რომ თურმე გასხვისებაა საჭირო ამ შენობის, თურმე ეძებენ სასურველ ბიზნესმენს, რომ როგორმე ხელში ჩაიგდოს ეს შენობა, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუშანია.

"ძალა ერთობაშიას" წევრის, გიორგი თევდორაძის განცხადებით, ქუთაისის პარლამენტის შენობა, სწორედ საპარლამენტო საქმიანობისთვის აშენდა და ის სხვა ფუნქციას ვერ შეასრულებს. მისი თქმით, ეს მიუღებელი და არაორგანულია, როგორც შენობის, ისე ქალაქისთვისაც.

გიორგი გახარიას განცხადებას ქუთაისელებიც ეხმაურებიან. ამბობენ, რომ პარლამენტის გადასვლის შემდეგ ქალაქში მძიმე სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მათივე თქმით, ხელისუფლებამ ქუთაისი უფუნქციოდ დატოვა.

ჩვენთან მუშაობს ბაზარი, კუჭი და მეკუბოვე. მეტი არაფერი. ქრისტიანები ვართ და კუბოს გარეშე ვერ გაასვენებენ, - ამბობს ერთერთი ადგილობრივი "მთავართან".

ქუთაისმა საპარლამენტო დედაქალქის სტატუსი 2018 წლის დეკემბერში, მას შემდგ დაკარგა, რაც საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა თბილისში გადმოიტანეს. ამის შემდეგ ხელისუფლებამ განცხადა, რომ შენობა შსს-ს გადაეცმოდა, თუმცა ის ამ დრომდე უფუნქციოა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი