ზოგიერთს ალბათ არ ესმის, რომ მხოლოდ ერთი აზრის დომინირება უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს ქმნის - კელი დეგნანი 

გამოქვეყნდა:

„ზოგიერთს ალბათ არ ესმის, რომ დემოკრატია მოითხოვს მოსაზრებათა მრავალფეროვნებას და მხოლოდ ერთი აზრის დომინირება რისკის ქვეშ აყენებს დემოკრატიის პრინციპებს და უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს ქმნის“- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

შეკითხვაზე, როგორ უყურებდა ის მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევის ვალდებულება არ აქვთ, დეგნანმა განაცხადა, რომ ეს გათვალისწინებული იყო 19 აპრილის შეთანხმებაში და დასანანი იქნება, თუ მმართველი პარტია შეთანხმებას არ შეასრულებს.

ელჩმა ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე. მისი თქმით, პოზიტიურია, რომ მესამე პრეზიდენტს სხდომაზე უკვე მეორედ ეძლევა დასწრების საშუალება და იმედი გამოთქვა, რომ პროცესი სამართლიანად და წესების დაცვით წარიმართება.

ამავე თემაზე:

"ოცნების" ტყუილი თუ "კეთილი ნება" | კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას აანონსებს
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი