"მემგონი ან შვებულებაში იყავი, ან არ გახსოვს"... | ზარქუა "მთავარი არხის" ჟურნალისტს 19 აპრილის შეთანხმებაზე

გამოქვეყნდა:

"მემგონი ან შვებულებაში იყავი, ან არ გახსოვს"... - ასე მიმართავს "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა "მთავარი არხის" ჟურნალისტს, რომელმაც მას შეკითხვა 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით დაუსვა. 

შეთანხმება იყო, რომ ბოლომდე გავიტანდით 19 აპრილის შეთანხმებას. მაგრამ დაირღვა ეს... მემგონი ან შვებულებაში იყავი, ან არ გახსოვს, 100 დღე ველოდებოდით ნაციონალურ მოძრაობას, არ მოაწერა ხელი, - მიმართავს ზარქუა ჟურნალისტს.

ის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ტირანიის საფრთხე არის ყველგან, მათ შორის აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებშიც.

ზოგადად რისკი, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, მათ შორის ევროკავშირის ყველა წევრს, მათ შორის საქართველოს ყოველთვის ექნება მაგრამ აქ მთავარია რომ როდესაც არის მმართველობაში პარტია, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს უპირველესყოვლისა და პრიორიტეტია, არასდროს არ ემუქრება ეს [ტირანია] სახელმწიფოს, - ამბობს ზარქუა. 

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი