გახარიას პარტიის უარი ბათუმის საკრებულოს - თვითმმართველ ორგანოში პარტიიდან "საქართველოსთვის" ახლადარჩეული წევრები საკრებულოს სხდომაზე არ მივლენ. პარტიის ბრალდების ადრესატები - "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობაა".
პოლიტიკური ბოიკოტის მიზეზად ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების არარსებობას ასახელებენ.
"ჩვენ ვაძლევთ "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ ერთ შესაძლებლობას, რომ თვითონ, ერთობლივად მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც სჭირდება საკრებულოს, მუნიციპალიტეტის გამართულ მუშაობას, მათ უნდა შეძლონ ერთად თანამშრომლობა", - თქვა "საქართველოსთვის" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
ამავე თემაზე: