"17 000 ლარის ღირებულების ტელეფონები წაიღეს" - პეკინზე, ტექნიკის მაღაზიის გაქურდვისთვის 1 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მაღაზია "აიპლიუსის" გაქურდვისთვის 2000 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.მ დააკავეს.

უწყების ცნობით, ამავე დანაშაულში მხილებულია 2000 წელს დაბადებული თ.რ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბერს მ.მ.-მ და თ.რ.-მ სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით დააზიანეს ტექნიკის მაღაზია “აიპლუსის” შესასვლელი, უკანონოდ შეაღწიეს სავაჭრო ობიექტში და მართლსაწინააღმდრგოდ დაეუფლნენ დაახლოებით 17 000 ლარის ღირებულების მობილურ ტელეფონებს.

ჩატარებული ოპერატიული და საგამძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მ.მ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე თბილისში დააკავეს. დანაშაულში მხილებული მეორე პირის - თ.რ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მიზნით გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები", - წერია უწყების განცხადებაში.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთები და დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე- 2 ნაწილის “ა” და “ბ” და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი