
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნისთვის პატივი მიაგეს და სხდომაზე მისი ფოტოები გაშალეს.
"სისტემა კლავს" - ეს არის ოპოზიციის მთავარი გზავნილი.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" 24 ნოემბერს აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რომლითაც დასტურდება, რომ დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძეს ენმ-დან წასვლისა და საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად მუშაობის სანაცვლოდ, 100 000 დოლარს სთავაზობდნენ. ფუტკარაძესთან მოსალაპარაკებლად ასლან აბაშიძის დროინდელი პოლიციის მაღალჩინოსნები მიაგზავნეს. ოპოზიცია საქმეში თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის მონაწილეობაზეც საუბრობს.
ფუტკარაძის წასვლით, ოპოზიციას საკრებულოში უმრავლესობა დაეშლებოდა. ჩანაწერები თავად ფუტკარაძემ გააკეთა და გიორგი კირთაძეს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გადასცა. ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა.