ტირანია და ავტოკრატია მიხეილ სააკაშვილის დროს იყო - თალაკვაძის პასუხი დეგნანს

გამოქვეყნდა:

ვიცე-სპიკერი თალაკვაძე აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც დიპლომატი ტირანიის საფრთხეებზე საუბრობს. თალაკვაძე დეგნანსაც წინა ხელისუფლებას ახსენებს:

"თუკი ამ ქვეყანაში ტირანია და ავტოკრატიული მმართველობა არსებობდა, ეს სწორედ მიხეილ სააკაშვილის დროს იყო - ერთპარტიული მმართველობის და ძალაუფლების მაგალითი უახლოეს ისტორიაში სწორედ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობაა" - ამბობს თალაკვაძე

მისი მტკიცებით, "ოცნების" ხელისუფლებამ "ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები გაატარა" და დღეს პარლამენტი არის მრავალპარტიული, ახალ ოპოზიციურ პარტიებს კი აქვთ სახელმწიფო დაფინანსება და სრული წვდომა მედიაზე.

ზოგიერთს ალბათ არ ესმის, რომ მხოლოდ ერთი აზრის დომინირება უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს ქმნის - კელი დეგნანი 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი