
ქარელის საკრებულოში მმართველმა პარტიამ დღეს ფრაქცია ,,ქართული ოცნება'' შექმნა, რომლის ხელმძღვანელად ყარამან (კახა) როინაშვილი აირჩიეს.
ახალი საკრებულოს კიდევ ერთი წევრი ილია ქელეხსაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.
ილია ქელეხსაშვილი და ყარამან როინაშვილი ის პირები არიან, რომლებმაც 2021 წლის 15 სექტემბერს, "მთავარი არხის" ჟურნალისტებზე, ბექა ყორშიასა და ლევან აბლოთიაზე იძალადეს, რის შედეგადაც ოპერატორმა სხეულის დაზიანება მიიღო.
როინაშვილი და ქელეხსაშვილი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ. ორივე მათგანი მოქმედი საკრებულოს წევრები არიან.
წყარო: qartli.ge
ამავე თემაზე: