სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობის საპროტესტო აქცია დღეს დასრულებულია. გადაწყვეტილება ადგილობრივებმა ცოტა ხნის წინ მიიღეს.
მოსახლეობა ახლა საინიციატივო ჯგუფის შექმნას ელოდებია, რომელმაც ადგილობრივებსა და ინვესტორს შორის მედიატორის ფუნქცია უნდა შეასრულოს, დაპირება ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა გასცა.
მოსახლეობამ დღესვე ადგილობრივ დეპუტატს, კობა ბერიანიძე იმ მიწის დოკუმენტაცია წარუდგინა, რომელსაც მათი აზრით, უკანონოდ დაესაკუთრა. ადგილობრივები ამტკიცებენ რომ მიწები სარეზერვო იყო და დეპუტატს ის უკანონოდ აქვს შეძენილი.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიტანას ადგილზე დაპირისპირება მოყვა. დეპუტატი ბერიანიძე ადგილობრივებს ფიზიკური ანგარიშსწორებითაც დაემუქრა.
ამავე თემაზე: