აპირებენ სავარაუდოდ დაიჭირონ, საქმეები აღძრან ყველა იმ ადამიანზე, ვინც არ ემორჩილებათ - ხაბეიშვილი მელიას სუს-ში გამოკითხვაზე

გამოქვეყნდა:

ენმ-ს ოფისში სუს-ის გამომძიებლებს ელოდებიან. განცხადების მიუხედავად, ლილუაშვილის უწყების წარმომადგენლები იქ ჯერ არ მისულან. მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კი პოლიტიკურ დევნასა და ოპონენტების წინააღმდეგ დაშინების მცდელობებზე საუბრობენ.

მათი თქმით, ზუსტად არ იციან რა საქმეზე სურს სუს-ს ნიკა მელიას გამოკითხვა, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს "სახელმწიფო გადატრიალების" მორიგ გამოძიებას უკავშირდება:

ეს გავს ისტერიკაში, პანიკაში მყოფი ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელიც წამსვლელია ყველაფერზე იმათ წინააღმდეგ ვინც მათსავით არ ფიქრობს. ისინი აპირებენ სავარაუდოდ დაიჭირონ, საქმეები აღძრან ყველა იმ ადამიანზე, ვინც არ ემორჩილებათ" - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

გზავნილი უსაფრთხოების სამსახურიდან ენმ-ს ლიდერმა, ნიკა მელიამ დღეს მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი