"რეჟიმის პარანოია გრძელდება" - ნიკა მელია სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. 

სუს-ის გამომძიებლის, ირაკლი ყაფლანაშვილის მიერ გაგზავნილი მოკლეტექსტური შეტყობინება ნიკა მელიამ Facebook-ზე გაავრცელა. 

ირკვევა, რომ ენმ-ის თავმჯდომარის დაბარება ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება. 

"რეჟიმის პარანოია გრძელდება.

სიამოვნებით ჩავიბარებ უწყებას და პირადად, დეტალურადაც მოგიყვებით როგორ დასრულდება ივანიშილის რეჟიმი - მაგას რომ ხედავდე, ნოსტრადამუსობა ნამდვილად არაა საჭირო..

პ.ს. ამ ბატონს წარმოებაში სახელმწიფო გადატრიალების საქმე აქვს...", - წერს ნიკა მელია Facebook-ზე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი