მკვლელობამდე ლიახვის ქუჩაზე ჩხუბის ხმა გაიგეს - დაჭრილი მოზარდი საავადმყოფოში ადგილობრივებმა გადაიყვანეს  

გამოქვეყნდა:

17 წლის მოზარდის მკვლელობის ზუსტი მოტივი უცნობია. შსს-ს მომხდართან დაკავშირებით  ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. შესაბამისად, უცნობია დაკავებულია თუ არა დამნაშავე, ან იდენტიფიცირებულია თუ არა ის. 

ცნობილია მოკლულის ვინაობაც, თუმცა სახელსა და გვარს არ ვასაჯაროებთ.

ლიახვის ქუჩაზე კი ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ადგილობრივები ყვებიან, რომ გაიგეს ჩხუბისა და გინების ხმა, მას შემდეგ კი რაც დაჭრილი ახალგაზრდა დაინახეს, საავადმყოფოშიც თავად გადაიყვანეს, თუმცა მოზარდი სავარაუდოდ უკვე გარდაცვლილი იყო.

17 წლის ბიჭი თბილისში ამ საღამოს მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული, მკვლელობამდე კი სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ურთიერთდაპირისპირებას. 

შსს-ს გამოძიება 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს დაწყებული.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი