ინდონეზიაში, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

ინდონეზიის კუნძულ იავაზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, სულ მცირე 57 ადამიანი დაშავდა, ბევრმა მძიმე დამწვრობა მიიღო.

ინდონეზიის კატასტროფის მართვის სააგენტოს სპიკერმა თქვა, რომ დაშავებულები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი და მკურნალობას განაგრძობენ.

BBC-ის ინფორმაციით, ამოფრქვევამ სულ მცირე 11 სოფელი დაფარა ვულკანური ფერფლით და  ევაკუირებული მოსახლეობა აიძულა, რომ თავი მეჩეთებისა და თავშესაფრებისთვის შეეფარებინათ.

შეგახსენებთ, რომ ინდონაზიაში ვულკანი "სემერუ" გუშინ ადგილობრივი დროით 14:30 საათზე ამოიფრქვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი