175 000 რუსი ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან | ამერიკული მედია აშშ-ს დაზვერვის მონაცემებზე წერს

გამოქვეყნდა:

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვის ვარაუდით, რუსეთს რამდენიმე თვეში უკრაინის წინააღმდეგ 175 ათასი ჯარისკაცის გამოყენებით, სამხედრო შეტევა შეუძლია.

CNN წერს, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარებს აქვთ საიმისო რესურსი, რომ სწრაფი და მოულოდნელი ინტერვენცია განახორციელონ. მათ შორის, აამოქმედონ მომარაგების ხაზები სამედიცინო შენაერთებისა და საწვავისთვის, რაც მოსკოვს სამხედრო მოქმედებების ხანგრძლივი ვადით წარმოების საშუალებას მისცემს, თუკი ის უკრაინაში შეჭრას გადაწყვეს.

დაზვერვის სამსახურის მონაცემებში, რომელიც გამოცემა Washington Post-მა 4 დეკემბერს გაავრცელა, ნათქვამია, რომ რუსეთს უკრაინაზე შეტევის დაწყება 2022 წლის დასაწყისში, 100 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფით შეუძლია. დაზვერვის ინფორმაციით, ამჟამად ამ ქვედანაყოფების ნახევარი იმყოფება უკრაინის საზღვართან.

სწორედ უკრაინის საკითხი იქნება მთავარი თემა ბაიდენი-პუტინის ვიდეოშეხვედრისას, რომელიც თეთრი სახლის ინფორმაციით, 7 დეკემბერს შედგება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი