მარტყოფში ქმარმა ცოლი დაჭრა და თვითდაზიანებები მიიყენა - კაცი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

მარტყოფში ქმარმა ცოლი დანით დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა. 

გარდაცვლილი ფირუზ ტოტიკაშვილია. ოჯახში კონფლიქტს უარყოფენ და ამბობენ, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ინსულტი ორჯერ გადაიტანა და გული გაუჩერდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი