
15 წლის დავით კრავეიშვილის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ არასწრულწლოვნებს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.
დაკავებული 16 წლის ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. მას გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.
ადვოკატის თქმით, მასალები ჯერ არ მიუღია, თუმცა ბრალდებული უკვე გამოკითხეს.
ამავე საქმეზე- განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულია კიდევ ერთი -17 წლის ახალგაზრდა.
სისხლიანი გარჩევა 4 დეკემბერს, ღამით ლიახვის ქუჩაზე მოხდა. ცივი იარაღით მუცელში სასიკვდილოდ დაჭრილი დავით კრავეიშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.