წოწერიას მოუწევს, მუდმივი პროტესტის ფონი აიტანოს | დღეს ზუგდიდში ენმ აქციას გამართავს

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში პროტესტისთვის ემზადებიან - დღეს, 6 დეკემებრს გამგეობასთან "ნაციონალური მოძრაობა" აქციას გამართავს.

ხელისუფლებას ოპონენტები ყველას გაახსენებენ წინასაარჩევნოდ დაშინებას, მოსყიდვას და იმ უსამართლობას, რითიც "ოცნებამ" არჩევნები მოიგო.

"ქართულ ოცნებას ნუ ექნება იმის ილუზია, რომ ჩვენ დავივიწყეთ, ან ზუგდიდელებმა დაივიწყეს ის, რომ მათ ზუგდიდელებს მოპარეს საკუთარი არჩევანი. ზუგდიდის მერმა უნდა იცოდნენ, რომ მაშინ როდესაც მის ასარჩევად ჩატარდა ტერორი ზუგდიდში, მაშინ როდესაც ჩვენ წაგვართვეს გარანტირებული უმრავლესობა და უბრალოდ გაიფორმეს ეს გამარჯვება, ის ვერ დაჯდება მშვიდადა და წყნარად კაბინეტში ისე, თითქოს, არ მომხდარა არაფერი. მას მოუწევს, რომ მუდმივი პროტესტის ფონი აიტანოს და ზუგდიდელებს ამ ყველაფერზე გასცეს პასუხი",- ამბობს ენმ-ის წევრი, ანი წითლიძე.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი