პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით კანონპროექტს ამ კვირაში დააინიცირებენ. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილებები სწრაფად უნდა განხორციელდეს.

მისივე განცხადებით, ფინანასთა მინისტრს კონსულტაციები პარლამენტთან უკვე ჰქონდა.

"ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით, ბატონ ლაშა ხუციშვილს საუბარი ჰქონდა პარლამენტთან, ჩვენ გვქონდა კონსულტაციეი და ამ კვირაში მოხდება კანონპროექტის ინიცირება, რომ სწრაფად განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები", - თქვა ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, ღარიბაშვილმა 22 ნოემბერს გააჟღერა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, პირველ ეტაპზე ონლაინ კაზინოებს გადასახადები უნდა გაეზარდოთ, რეკლამა აიკრძალოს და ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე აიწიოს, მეორე ეტაპზე კი ონლაინ კაზინოები მთლიანად უნდა აიკრძალოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი