ღუდუშაურისთვის იან კელიც ნაციონალურ მოძრაობასთანაა დაკავშირებული 

გამოქვეყნდა:

ალუდა ღუდუშაურისთვის აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელიც ენმ-სთანაა აფილირებული. მან ამით დიპლომატის კრიტიკას უპასუხა: 

"იან კელი იქნება თუ სხვა ნებისმიერი პირი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია, მოიაზრება ან აფილირებული არის ნაციონალურ მოძრაობასთან, რომელიმე ოპოზიციურ ჯგუფთან ან მათ ინტერესებთან, რა თქმა უნდა, ეს უბრალოდ უხერხულობას უნდა იწვევდეს, იმიტომ, რომ როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, როდესაც საუბარია თანმდიდევრულ, სამართლიან ნაბიჯებზე, უხერხულია ამის საპირისპიროდ გვესმოდეს ასეთი განცხადებები" - ამბობს ღუდუშაური

იან კელი საქართველოში აშშ-ს ელჩად 2015-2018 წლებში მუშაობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი