
სახელმწიფო ენის შესახებ კანონის დარღვევა ახალქალაქი- ნინოწმინდის თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლებს შესაძლოა პოლიტიკურ პასუხისმგებლობად დაუჯდეთ.
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში, საჯარო მოხელეები ვალდებულები არიან სხდომები ქართულ ენაზე ჩაატარონ. ეს ნორმა კი სამცხე ჯავახეთში უხეშად ირღვევა. EMC პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისირებს
სახელმწიფოს სჭირდება სპეციალური ზომების მიღება იმისთვის, რომ იმ მოქალაქეებმა, რომლებაც შესაძლოა სახელმწიფო ენა არ იცოდნენ, მათ სპეციალური საშუალებები ჰქონდეთ და თარგამნი უზრუნველჰყოს სახელმწიფომ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა პოლიტიკური მონაწილეობისთვის" ამბობს თამთა მიქელაძე.
EMC ამით "შაბათის მთავარში" გასულ რეპორტაჟს გამოეხმაურა, სადაც ჩანს რომ ნინოწმინდის საკრებულოს სხდომები სახელმწიფო ენაზე არ ტარდება.