
თბილისის საკრებულოში დღეს, 16:00 საათზე, მორიგი სხდომა გაიმართება, სადაც თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობას წარადგენს.
სხდომას ოპოზიციაც დაესწრება. მათი თქმით, მთავრობის შემადგენლობა უცვლელი იქნება და ეს იმას ნიშნავს, რომ კალაძე მუშაობას ისევ "კორუფციული მეთოდებით განაგრძობს".
რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, "ქართული ოცნების" დეპუტატები ფიქრობენ, რომ დედაქალაქში "ბევრ რამ გაკეთდა" და ძველი მთავრობის წარდგენაში პრობლემას ვერ ხედავენ.
"ქალაქი აშკარად გაუმჯობესებულია, როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე, სისტემურად გამართულია, გაცილებით უკეთ მუშაობს ის სერვისები, რომლებიც მერიას ჰქონდა დანერგილი, შესაბამისად აქ, რაიმე არსებითი ცვლილების განხორციელებას საერთოდ აზრი არ ჰქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ წარმატებული საქმიანობა იყო", - ამბობს ოთარ გრიგოლია.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის საკრებულოში უმრავლესობა "ქართულ ოცნებას" აქვს.
იხილეთ ასევე: