მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ბექა ბასილაია გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრის მთავარი გზავნილი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა უნდა დასრულდეს.
"დღევანელი შეხვედრის მთავარი გზავნილი ბუნებრივია არის და ყოველი ამ შეხვედრის მთავრი ამოცანა არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მძევლობა, ეს პოლიტიკური პატიმრობა უნდა დასრულდეს. ჩვენ, როგორც ყველა სხვა პროცესის წინ, ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, როგორი იქნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამაზე იქნება დამოკიდებული პროცესზე მისი მონაწილეობა. [...]
რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების რეაქციას და დაგეგმილ აქციებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბუნებრივია, საქართველოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი და პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის წერტილის დასასმელად ქართველი ხალხის აქტიურობაა გადამწყვეტი", - თქვა ბექა ბასილაიამ.
დღესვე მიხეილ სააკაშვილს მისი თანაგუნდელი, ლევან ხაბეიშვილი შეხვდა.
ცნობისთვის, 8 დეკემბერს, პრეზიდენტის რეზიდენციასთან მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებისა და სამოქალაქო შერიგების მოთხოვნით აქცია დაიგეგმა.