ხელისუფლების მეირ წახალისებული მოძალადეები - რეესტრმა ძალადობრივი, ჰომოფობიური და ულტრამემარჯვენე " ალტ-ინფოს" პარტია ოფიციალურად დაარეგისტრირა.
ე.წ. "კონსერვატიული მოძრაობის" გენერალური მდივანი, ზურაბ მახარაძე სტატუსის მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე კონსულტაციებზე მოსკოვში იმყოფებოდა.
პარტიის წევრები 5 ივლისის მოვლენების ორგანიზება პასუხისმგებლობას არ იღებენ და რუსეთთან პირდაპირ დიალოგს უჭერენ მხარს.
"ეს იმ ხალხის ფორმულირებაა, რომ ჩვენი განცხადებები იყო ჰომოფობიური ან ძალადობისკენ იყო მოწოდება ან ჩვენი განცხადება იყო პრორუსული. ჩვენ იგივე ღირებულებებზე ვრჩებით, უბრალოდ ჩვენი ფორმულირება აბსოლუტურად სხვაა, რომ ჩვენ არ ვართ პრორუსული ძალა, ჩვენ ვართ პროქართული, უბრალოდ ღიად ვიძახით, რომ თუ რუსებთან გვინდა დეოკუპაციაზე საუბარი და ამ საკითხის გადაჭრა გვინდა, უნდა ვისაუბროთ რუსებთან პირისპირ.
ლოჯისტიკურ პრობლემებს გადავჭრით, ანუ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ოფისების გახსნას, სანამ რაიონულზე გადავალთ, ამის შემდეგ ჩვენ ჩავდივართ მოსკოვში და პირდაპირ დიალოგს ვაპირებთ მათთან და არ ვაპირებთ კონსპირაციულად არავისთან შეხვედრას და არც ამის დამალვას",- ამბობს ქარდავა.
მახარაძე ამბობს, რომ საქართველოს უსაფრთხოების პრობლემას მხოლოდ რუსეთთან პირდაპირ დიალოგი გადაჭრის.
"საქართველოს უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრის ერთადერთი რეალური შანსი არის პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. ბრიუსელის ან ვაშინგტონის გავლით, შედეგი არის ეს და თუ საქართველოს მოსახლეობის საკმარის ნაწილს უნდა, რომ დავალაგოთ ურთიერთობები პირდაპირ რუსეთთან, ისინი დაგვიჭერენ მხარს, ვისაც არ უნდა, არ დაგვიჭერს მხარს",- ამბობს ზურაბ მახარაძე.
იხილეთ ასევე: