საჯარო რეესტრმა ძალადობრივი, ჰომოფობიური, პრორუსული "ალტ-ინფოს" პარტია დაარეგისტრირა

გამოქვეყნდა:

საჯარო რეესტრმა ძალადობრივი, ჰომოფობიური, ულტრამემარჯვენე და ძალადობის წამახალისებელი " ალტ-ინფოს" პარტია ოფიციალურად დაარეგისტრირა. გადაწყვეტილება 7 დეკემბრით თარიღდება.

პარტიას "კონსერვატიული მოძრაობა" ერქმევა. მისი თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე იქნება, გენერალური მდივანი კი - გიორგი ქარდავა.

ცნობისთვის,  "ალტ-ინფოს" გუნდმა პოლიტიკური პარტია 2021 წლის 20 ნოემბერს დააფუძნა. პარტიის ლიდერები 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორები არიან, რომელთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც ამ დრომდე არ დამდგარა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი